რეზონანსი
05.12.2025

31 წლის წინ ამ დღეს, ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, წარსულში ასეთი მწარე გამოცდილების მქონე, უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“31 წლის წინ ამ დღეს ხელი მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს. ქაღალდს, რომელიც უსაფრთხოების წარუმატებელი გარანტიების სინონიმი გახდა.

წარსულში ასეთი მწარე გამოცდილების მქონე, უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს - ჩვენი არმიისა და იარაღის ძალას ვენდობით.

დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია ბუდაპეშტის მწარე გაკვეთილები გვახსოვდეს,” - წერს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×