|

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მარკო რუბიოს თქმით, შტატები უცხო ქვეყნებში პროექტების განხორციელებისთვის არ დაიქირავებს და არ დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. რუბიომ განმარტა, რომ უცხო ქვეყნებში ენჯეოები ბიზნესის კეთებით და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევით არიან დაკავებული.
ასევე, ხშირად ბენეფიციარი ქვეყნის მთავრობებთან კონფლიქტში არიან, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს პირდაპირ დააფინანსებს.
„თუ ქვეყნების დახმარებას ვცდილობთ, სახელმწიფოებს უნდა დავეხმაროთ. არ უნდა დავეხმაროთ არასამთავრობოებს, რომ ქვეყანაში შევიდეს და ახალი ბიზნესი მონახოს. სწორედ ამ მოდელს ვანგრევთ - ამას აღარ ვაკეთებთ. აღარ ვაპირებთ მილიარდების დახარჯვას არასამთავრობო ინდუსტრიული კომპლექსის დასაფინანსებლად. მოკლედ, თუ გსურთ ქვეყნის დახმარება - იმუშავეთ ამ ქვეყანასთან და არა მესამე მხარესთან, რომელიც ყველაფერს თავის წესებს მოახვევს თავს“, - აცხადებს მარკო რუბიო.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|