რეზონანსი
05.12.2025

მავნებლები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ჩართულები კამპანიაში და მავნებლურ ქმედებებს ახორციელებენ უკვე საერთაშორისო მასშტაბითაც, ვხედავთ, რომ ერთი მხრივ უკან იხევენ და მეორე მხრივ იმ აბსურდზე საუბრობენ, რაც არის თუთიყუშები და სხვა, - განაცხადა BBC-ის ფილმზე საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა. დეპუტატის თქმით, თავად BBC-ს უკვე რეპუტაცია აქვს შერყეული და ის თეთრი სახლის სიაში არასანდო მედიად არ წარმოდგენილი.

„წარმოუდგენელ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელ მდგომარეობაში იყენებენ თავს. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა BBC, რომელიც აქამდე სარგებლობდა რეპუტაციით. როდესაც არგუმენტზე, გამოკვლევებზე დაფუძნების გარეშე უშვებს ასეთ მავნე და დაგეგმილ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, საერთაშორისო სასამართლოშიც მათ შორის. ვნახეთ, რომ მისი რეპუტაცია შერყეულია, თეთრი სახლის სიაში არასანდო მედიად არის წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ამით ჭკუა ვერ ისწავლეს და გააგრძელეს და ეს ქმედებები გააგრძელეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

BBC-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×