რეზონანსი
04.12.2025

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ. მსვლელობის დაწყებამდე არქიმანდრიტებმა დოროთე ყურაშვილმა და შიო კვარაცხელიამ პარლამენტის წინ პარაკლისი გადაიხადეს.

ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×