რეზონანსი
04.12.2025

მიკერძოებული ვარ, მაგრამ, მაგალითად, მიკერძოებული რომ ვყოფილიყავი, დავწერდი ბევრ ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მისი კვლევის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო “ბიბისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აქციებზე აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე.

მისი თქმით, კვლევაში “ფეიკებს” ვერ დაწერდა. ამავე დროს აცხადებს, რომ მიკერძოებულია თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნული კვლევა გააკეთა.

“მე პატივს ვცემ სამეცნიერო მტკიცებულებას, შესაბამისად, ჩემს თავს არ დავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც “ფეიკები” დამეწერა, იმიტომ, რომ არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა და ვერ დავწერდით, რომ ამის გამო შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. შესაბამისად, მიკერძოებული ვარ იმიტომ, რომ ეს კვლევა რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ, ზოგადად, მიკერძოების ნაწილია” - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×