რეზონანსი
04.12.2025

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ის მთავრობისა და მისი წარმომადგენლების ძალისხმევის მიმართ მკაცრი სკეპტიციზმი გამოთქვეს, - წერს გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ევროპელი ლიდერებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის სხვა ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა, რომ შეთანხმების მისაღწევად, აშშ-ს შეეძლო უკან დაეხია უკრაინის საკითხზე ტერიტორიული დათმობებისა და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით.

„არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ტერიტორიულ საკითხზე უკრაინას უღალატოს, უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე“, - თქვა საფრანგეთის ლიდერმა, გერმანული გამოცემის ცნობით.

Der Spiegel-ის ანგარიშის თანახმად, ორშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლები „თამაშობენ“ და რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ის „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×