რეზონანსი
04.12.2025

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ათ თვეში ექსპორტზე გავიდა 217.358 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 73 536 ტონა ქართული ღვინო, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 236.077 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 81 340 ტონა.

მიმდინარე წელს ქართული ღვინის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო. უფრო კონკრეტულად, წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 64%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიან ექსპორტში წილი შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 68% იყო.

ქართული ღვინის ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა - როგორია საშუალო საექსპორტო ფასიქართული ღვინის ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა - როგორია საშუალო საექსპორტო ფასი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ათ თვეში ექსპორტზე გავიდა 217.358 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 73 536 ტონა ქართული ღვინო, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 236.077 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 81 340 ტონა.

მიმდინარე წელს ქართული ღვინის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო. უფრო კონკრეტულად, წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 64%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიან ექსპორტში წილი შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 68% იყო.

ამასთანავე, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ღვინის ადგილობრივი ექსპორტი ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში ხორციელდებოდა:

რუსეთი - 139.196 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 49 914 ტონა;

პოლონეთი - 14.190 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5 711 ტონა;

უკრაინა - 11.022 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3 983 ტონა;

ჩინეთი - 7.805 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 459 ტონა;

ყაზახეთი - 7.609 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 351 ტონა.

რაც შეეხება ფასებს, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე წელს 2.95 დოლარი იყო, გასულ წელს კი - 2.90 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო საექსპორტო ფასი 1.7%-ით გაიზარდა.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×