რეზონანსი
04.12.2025

სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრებზე საუბრისას, რომლებმაც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც მთავრობის წევრების და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

მახაშვილის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკოსების მხრიდან ქართულმა მხარემ არაერთხელ იხილა მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები.

„სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება. ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×