
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. GCCA-ის ინფორმაციით, საუბარია 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებს.
როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განმარტავს, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.
კერძოდ, GCCA-ის ინფორმაციით, ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც - შპს „ჯეოექსპერტის“, შპს „ზაისი და კომპანიის“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“, შპს „ინსპექტ-ას“, შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“, შპს „ექსპერტ ჰაუსის“, შპს „სქაისქეიფერის“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“, შპს „ქრიზოლითი+ის“, შპს „მშენ-ექსპერტი+ისა“ და შპს „მეგამშენის“ მხრიდან, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებს შეეხებოდა.
სამშენებლო ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო - GCCAსამშენებლო ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო - GCCA
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. GCCA-ის ინფორმაციით, საუბარია 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებს.
როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განმარტავს, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.
კერძოდ, GCCA-ის ინფორმაციით, ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც - შპს „ჯეოექსპერტის“, შპს „ზაისი და კომპანიის“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“, შპს „ინსპექტ-ას“, შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“, შპს „ექსპერტ ჰაუსის“, შპს „სქაისქეიფერის“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“, შპს „ქრიზოლითი+ის“, შპს „მშენ-ექსპერტი+ისა“ და შპს „მეგამშენის“ მხრიდან, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებს შეეხებოდა.
"სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მართლაც გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს, რომ ეკონომიკურ აგენტთა შორის შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას, რის შემდეგაც GCCA-მა მოკვლევა დაიწყო",- აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათვე ცნობით, მიმდინარე წელს, სააგენტომ, ჯამში, 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კი არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა. ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე.