რეზონანსი
04.12.2025

ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ განუცხადა, რომლის აგარაკიც გუშინ დააყაჩაღეს.

როგორც ბარკალაია განმარტავს, დაკავებულებიდან ის არც ერთს იცნობს. ბიზნესმენის თქმითვე, ყველა მათგანი სამართალდამცავებმა სხვადასხვა ადგილას დააკავეს.

ბარკალაიას განცხადებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც მასთან დამხმარედ მუშაობდა, მას დაყაჩაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ყველაფერი კარგად არის, 11 საათზე მოხდა ფაქტი, 12 საათზე მივედი, ის ადამიანი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, რომელიც საგურამოში, აგარაკზე იყო. პოლიცია 11 საათზე იქ იყო, ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ, მთელი საგურამო ჩაკეტილი იყო. 17:00-18:00 საათზე, ერთი უკვე ბათუმში, მეორე გორში და მესამე თელავში იყო დაჭერილი. პოლიციამ მაგრად იმუშავა, დანარჩენი, არ ვიცი რა გითხრათ. არც ერთს არ ვიცნობ, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა [ინფორმაცია], ესენი ყაჩაღები არიან, 4-5-ჯერ ნასამართლევი არიან“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×