
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იოსელიანმა ალეკო ელისაშვილთან ერთად სხვა პატიმრებიც მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაიცნო.
4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო.
ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.