რეზონანსი
04.12.2025

საქართველო ყოველთვის მკაფიოდ უჭერდა მხარს უკრაინულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გაეროს რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო ახლაც არის იმ ვალდებულებების შემსრულებელი, რადგან უკრაინელი ლტოლვილები მიიღო.

„საქართველო ახორციელებს ლტოლვილების სრულად სოციალურ უზრუნველყოფას და ბოლომდე არის იმ მეგობრობის და იმ სტრატეგიული ურთიერთობის მხარდამჭერი, რასაც ყოველთვის აცხადებდა. სამწუხაროდ ჩვენ უკრაინული ოფიციოზის და არა მხოლოდ უკრაინული ოფიციოზის, მათი პატრონების, დასავლეთში სხვადასხვა აქტორების, სხვადასხვა ომის წამქეზებლების მხრიდან ვხედავთ ხოლმე ინსინუაციურ კამპანიებს, ეს კამპანიები ადრე თუ გვიან დასრულდება და ჩაჯდება კალაპოტში, გამომდინარე იქიდან თუ როგორ დასრულდება ახლა მოლაპარაკება“, აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×