რეზონანსი
04.12.2025

ჰელსინკის კიმისიის რამდენიმე კონგრესმენის თუ სენატორის ადგილზე, სხვა ქვეყნებში ქიმიურ, თუ ბირთვულ იარაღზე აქცენტირებას ფრთხილად მოვეკიდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 20-22 წლის წინ ეს ადამიანები, მათ შორის, ჯო უილსონი, მსოფლიოს და ამერიკას მოუწოდებდნენ, ერაყში შესულიყო, რადგან მას თურმე ბირთვული იარაღი აქვს.

„მათ ადგილას ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი მსგავსი ტიპის განცხადებებს. ეს ეხებათ ჯო უილსონს, კოენს და კიდევ ერთ სენატორს, რომელიც ამ განცხადებას შეუერთდა. მოუწოდებენ მსოფლიოს, შესულიყვნენ ერაყში, თურმე ერაყს ბირთვული იარაღი ჰქონდა. ეს ბირთვული იარაღი სად არის? ეს კინო ნანახი გვაქვს. ამ ადამიანებისგან იგივე ტყუილი და სისულელე გვესმის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×