რეზონანსი
04.12.2025

უმაღლესი და სასკოლო განათლების შემოთავაზებულ რეფორმაზე, განათლების პრობლემებზე, სკოლების და უნივერსიტეტების საჭიროებებზე "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„კერძო უნივერსიტეტებში ჩვეულებრივ გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება უცხოელი სტუდენტები მიიღონ. შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს.

მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები, რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამიერიდან აქ აღარ მივიღებთ უცხოელებს, რომლებიც, სხვათა შორის, რამდენჯერმე მეტ გადასახადს იხდიან ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დაწესებული. ვეუბნებით კერძო სექტორის წამომადგენლებს, აგერ არიან უცხოელი სტუდენტები, თქვენ შეგიძლიათ რომ მათზე გააკეთოთ ორიენტირი. რა თქმა უნდა, მათ არ ეკრძალებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ჰყავდეთ.

ეს ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავრცელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×