რეზონანსი
04.12.2025

ე.წ. მეგობარი აქტი დამოუკიდებელი საქართველოს საქმეში ჩარევის მცდელობაა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ ხდება ე.წ. მეგობარი აქტის გადადება და ასე იქნება ყოველთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკაში ექნებათ სურვილი, პარტნიორული ურთიერთობების თავიდან დასაწყებად.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში, საკანონმდებლო ორგანოში, არიან ის ადამიანები, ვინც რაციონალურად ფიქრობს, აზროვნებს და ხედავს, რომ ე.წ. მეგობარ აქტში არაფერი კარგი არ არის, მათ შორის არც ამერიკისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის.

ე.წ. მეგობარი აქტი დამოუკიდებელი საქართველოს საქმეში ჩარევის მცდელობაა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ ხდება ე.წ. მეგობარი აქტის გადადება და ასე იქნება ყოველთვის, თუკი რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამერიკაში იქნება ამის სურვილი - ჩვენ გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობების თავიდან დაწყების შესაძლებლობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×