რეზონანსი
04.12.2025

განათლების მინისტრმა უნივერისტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. როგორც გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს.

„ახლადმიღებული სტუდენტებისთვის აღარ იქნება ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც... მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან...

ახალა შემდეგი 3-4 წელი გვაქვს გარდამავალი პერიოდი... ნაწილი ამ პერიოდის გასვლის შემდგომ ამოქმედდება, რაღაც კომპონენტები შემდეგი სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინც ჩააბარებს. მოცემულობა არის ასეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან.... ეს ცვლილება უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან შევა ძალაში - საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მათთან მიმართებაში იქნება თანხებიუნივერსიტეტებისთვის გადახდილი. ან თუ რაღაც კონკრეტულ  მიმართულებებზედამატებითი საჭიროება წარმოიშობა, კერძოებთან მიმართებაშიც. ეს იქნება გამართული

სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმა ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“, - განაცხადა „რუსთავი ორის“ ეთერში გივი მიქანაძემ.

აღსანიშნავია, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მეორე, მესამე ან მეოთხე კურსზე არიან და სწავლობენ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება და ყველა სტუდენტი დაასრულებს უნივერსიტეტს იგივე დაფინანსების მოდელით, რომლითაც უკვე სარგებლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×