რეზონანსი
04.12.2025

"დონალდ ტრამპი "ამერიკის ხმის" უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს", - ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი" იუწყება.

გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ კანონმდებლებს "ამერიკის ხმის" მაუწყებლობის შესაძლებლობების შეზღუდვის გეგმების შესახებ აცნობა. მიუხედავად სასამართლოს ბრძანებისა, რომელიც ფედერალურად დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციის სრული ფუნქციონირების შენარჩუნებას ითვალისწინებს, რომელიც "შეზღუდული პრესის თავისუფლების" მქონე ქვეყნებს დამოუკიდებელ რეპორტაჟებს სთავაზობს.

როგორც "ამერიკის ხმის" დირექტორმა კარი ლეიკმა, 25 ნოემბერს კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, ექვსი საზღვარგარეთული ბიურო და ოთხი მარკეტინგული ოფისი დაიხურება, მათ შორის, ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში; პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში; კენიის ქალაქ ნაირობიში და ჩეხეთის ქალაქ პრაღაში. ეს გეგმები ადმინისტრაციის მიერ ფედერალურად დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციების საზღვარგარეთ შეზღუდვის კამპანიის ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×