რეზონანსი
02.12.2025

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება საქართველოს მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამომძიებლების ინფორმაციით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. მათივე მტკიცებით, ბარამიძემ სამხედრო წვრთნები გაიარა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.

„ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×