რეზონანსი
01.12.2025

ალეკო ელისაშვილი თავადაც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დანარჩენს სასამართლო დაადგენს სრულად მოტივაციის საკითხებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებთან.

„ფაქტია, ალეკო ელისაშვილი თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, ასე, რომ ყველაფერი გასაგებია, გაუგებარია ის, რომ ვნახე „ლელოს“ განცხადება, რომ თითქოს ისინი გმობენ [ელისაშვილის ქმედებას], დაგმობა მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაცა ცუდ განცხადებას რომ რომ გააკეთებს, თორემ ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რომელსაც აღიარებს და ახლა არის კითხვა მარტივი - აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, გვაინტერესებს, ტერორისტები უნდა ჰყავდეთ საკუთარ რიგებში?! “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედებატერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×