
ნოდიკო ტატიშვილი ამჟამად სამშობლოში იმყოფება, რათა ახალი წელს მეუღლესთან და ახალდაბადებულ შვილთან ერთად შეხვდეს. ნოდიკო ტატიშვილმა განაცხადა, რომ ღელავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და აქტივისტი პატიმრების ბედზე. მისი თქმით, ეს უსამართლობა არ აძლევს საშუალებას, სრულფასოვნად შეიგრძნოს პირადი ბედნიერება:
"მინდა მოვიკითხო სინდისის პატიმრები. დღე არ გავა, მათზე არ ვიფიქრო, არ ვინერვიულო. იგივე ალბათობით შეიძლება ჩვენც ვყოფილიყავით ციხეში, ისინი ხომ ისეთივე უდანაშაულო ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ჩვენც ხომ ვდგავართ აქციებზე. წინა წელს რომ ჩამოვედი, 1-ელ დეკემბრიდან 15 თებერვლამდე, ალბათ, ორჯერ არ ვყოფილვარ, დანარჩენი ყოველდღე ვიდექი იქ. შეეძლოთ მე დავეჭირე და დაებრალებინათ რაღაც აბსურდი, რასაც ამ ძვირფას ადამიანებს აბრალებენ. ისინი არიან ჩვენი დროის გმირები".
მომღერალმა ცალსახა პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.
"მგონია, რომ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, გადავდგა ის ნაბიჯი და წავიდე და ვიმღერო კონცერტებზე. არ ვიქნები მართალი, მეცოდინება, რომ ამით ვღალატობ საქართველოს და იმ ადამიანებს, ვინც დღეს პატიმრობაშია. ვიდრე ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, არცერთ სახელმწიფო კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებ. რაც შეეხება კერძო კონცერტებს, იქ ვმღერი“, - განაცხადა გადაცემა "პირველ სტუდიაში“ ტატიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე