რეზონანსი
28.11.2025

უკვე 27 დღეა, ხობის მუნიციპალიტეტში 49 წლის მამაკაცს ეძებენ. მამუკა კორტავა სახლიდან, სოფელ შუა ხორგიდან, 2 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაკარგულია. ოჯახისთვის გაუჩინარება კვლავ ბურუსითაა მოცული. ახლობლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ – მათ შორის, შესაძლო გატაცებასაც.

„როგორც უკვე ვთქვი, შესაძლოა, გაიტაცეს ან გაიქცა. სხვა დეტალები არ ვიცით. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კონფლიქტი ჰქონდა ადგილობრივებთან,“- ამბობს “გურია ნიუსთან” ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. 

გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×