რეზონანსი
28.11.2025

ოპოზიციის აქტივისტი ლევან ჯობავა,  28 ნოემბერს რუსთაველზე დაანონსებულ აქციას ეხმიანება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

ჯობავას განცხადებით,  აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ დაანახონ თავიანთ პარტნიორებს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აპირებს უსამართლობაზე გაურიგდეს „რეჟიმს“. 

„ეს არის  მნიშვნელოვანი აქცია იმისთვის რომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს, ჩვენს პარტნიორებს და რეჟიმს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, არ აპირებენ უსამართლობაზე გაურიგდნენ „რეჟიმს“ და თვალი დახუჭონ იმ რეპრესიებზე, რომელ რეპრესიებშიც,  განსაკუთრებით ბოლო  ერთი წელია აცხოვრებს მოქალაქეებს“,- განაცხადა ლევან ჯობავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×