რეზონანსი
28.11.2025

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საკალათბურთო მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო, გიორგი შერმადინის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აფასებს. გორდულაძის განცხადებით, ეს გარედან წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკის გამოვლინებაა.

„ის არის ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, ქართველი და როგორ უნდა გაიტანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ადამიანი კარიერას ამთავრებს, აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ იმ სულმდაბალ საქციელს, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მათ შორის სოციალურ ქსელების მეშვეობით, ზუსტად ეს არის გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში გახლეჩილობის და ადამიანებს შორის ქიშპის ჩამოსაგდებად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×