რეზონანსი
28.11.2025

გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება.

„დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას - ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი - ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად, პარალელურად, ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. მადლობა კიდევ ერთხელ, ყველას, მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემტკივრად“, - წერს ზაზა თავაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×