რეზონანსი
28.11.2025

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა ევროკომისიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმის განხორციელების დაჩქარება პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შანსებს გაანადგურებს.

როგორც Financial Times-ი წერს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში დე ვევერი წერს: "შემოთავაზებული რეპარაციის სესხის სქემაზე ნაჩქარევად გადასვლას, თანმხლებ ზიანად, მოჰყვება ის, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ფაქტობრივად, ხელს შევუშლით საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას".

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა გაყინა რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 185 მილიარდი ევრო Euroclear-შია.

Euroclear-ი არის ბელგიაში დაფუძნებული ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის (CSD) სეგმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×