რეზონანსი
27.11.2025

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, საბურთალოს რაიონში 50-მდე მისამართიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი გაიტანეს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში და მიმდებარედ, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სარემონტო, საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონის დარღვევის ნაცვლად, შესაძლებელია, ისარგებლოთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:

https://tbsg.ge

https://tgservice.ge

ნუ დაარღვევ კანონს, გაუფრთხილდი გარემოს და იზრუნე შენს ქალაქზე!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×