რეზონანსი
24.11.2025

აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი რუსეთისთვის მისაღებია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გავეცანით ერთ ვერსიას, რომელიც ალასკაზე მიღწეული შეთანხმებების შინაარსს შეესაბამება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამ გეგმიდან ყველა არა, მაგრამ ბევრი პუნქტი ჩვენთვის მისაღებია“, - განაცხადა იური უშაკოვმა.

მისი თქმით, გეგმის ბევრი პუნქტი განხილვას მოითხოვს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„ამჟამად 28 პუნქტია და მათგან ბევრი მხარეების მიერ დეტალურ განხილვას საჭიროებს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე, უშაკოვის ცნობით, კრემლი ევროკავშირის სამშვიდობო წინადადების შესახებ ინფორმირებულია.

„დღეს დილით ევროპული გეგმის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×