რეზონანსი
24.11.2025

როგორია გზის მშენებლობისას დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უკვე ჩაუტარდა და დაშავებული კვლავ ექიმების ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მისივე თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა.

"პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მონაცემებით, მას ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება.

მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში რჩება ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ხოზრევანიძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 4 თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×