რეზონანსი
24.11.2025

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის კლოუნებმა მდარე "სიმღერა" გამოაქვეყნეს, რომელიც გარდა იმისა, რომ ბინძური პროპაგანდაა, პირდაპირი შეტევაა საქართველოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ოპოზიციის მხრიდან ამ სიცრუის ტირაჟირება, -  წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქმე იმაშია, რომ დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ სტაბილურობის დარღვევას და დესტაბილიზაციას. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში კი ეს კლოუნები ფულს იღებენ.

„რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის კლოუნებმა მდარე "სიმღერა" გამოაქვეყნეს, რომელიც გარდა იმისა რომ ბინძური პროპაგანდაა, პირდაპირი შეტევაა საქართველოზე და ქვეყნის ეკონოიმიკაზე. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ოპოზიციის მხრიდან ამ სიცრუის ტირაჟირება. ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის სამსახურში რომ დგანან და საქართველოს წინააღმდეგ ღიად მოქმედებენ, ცხადია, ყველაფერს იმსახურებენ, მაგრამ საქმე აქ ამ კლოუნებში არ არის. საქმე იმაშია, რომ დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ სტაბილურობის დარღვევას და დესტაბილიზაციას. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში კი ეს კლოუნები ფულს იღებენ. იცნობდეთ სახეზე ადამიანებს, ვინც მშვიდობას და სტაბილურობას ეწინააღმდეგება!“ - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×