
თამო ვაშალომიძემ “პოდკასტი Eclectic ა”-ში სტუმრობისას გაშორებაზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა:
„მემუქრებოდნენ ჩემი ბრენდის წართმევით. კი, ეს უკავშირდება ჩემს განქორწინებას, მაგრამ მე ხომ უშიშარი გოგო ვარ. ამის რისკი არ არსებობს, მუქარები არ ჭრის ჩემთან, მე მეკუთვნის ეს ბრენდი, ჩემია.
როცა ჩემი ბრენდი შევქმენი, ღონისძიებებზე დავიწყე სიარული, ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი. თავიდან მართლაც დამეხმარა, პირველი 6 თვის მანძილზე, ახლა ჩემი ბრენდი თვითკმარია.
ინგლისურს ახლა ვსწავლობ, უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს, 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ და მუშაობა იყო ჩემთვის პრიორიტეტი.
ახალი სახლი, ახალი მანქანა, ყველაფერი ახალია ჩემს ცხოვრებაში – ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა ჩემს ყოფილ ქმარზე ვსაუბრობ. თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს. ქმარი აღარ მეყოლება, აღარც საქორწინო კაბა აღარ მინდა… დაბადების დღეს გადავიხდი იმ ადგილას, სადაც ქორწილი მინდოდა, ჩავიცვამ არა საქორწინო, მაგრამ თეთრ კაბას – არ არიან საჭირო კაცები ოცნებების ასახდენად”, – თქვა თამო ვაშალომიძემ “პოდკასტი Eclectic ა”-ში სტუმრობისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე