რეზონანსი
22.11.2025

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მანავსა და ბადიაურში - არიან დაშავებულები, მათ შორის, მცირეწლოვანი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს “ჯიპი” და “ოპელი” შეეჯახა.

დაშავდნენ მცირეწლოვანი და მისი ბებია. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, ქალი კი საგარეჯოს კლინიკაშია მოთავსებული.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა "ოპელი" ეზოში შესვლას ცდილობდა და ჯიპი დაეჯახა.

სოფელ ბადიაურში კი, “კიას” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საწინააღმდეგო მხარეს ხეებს შეეჯახა.

მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც ტრანსპორტში მარტო იმყოფებოდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

ორივე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცავები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

"მთავარი ამბები კახეთიდან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×