
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინასთან დაკავშირებით ბოლო დღეები განვითარებულ პროცესებს და უკრაინაში ომის საკითხზე ოპონენტების მხრიდან კრიტიკას.
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არადა, რამდენი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს, საიდან არ მოგვიარეს, რა არ გვეძახეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ! მხოლოდ იმიტომ, რომ არავის გამოვადექით შესაწირ პაიკად! მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს ვემსახურეთ და არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს!
თუკი ვინმე კიდევ ამბობს, რომ ეს ასე არ არის, ის ან აგენტურის პროპაგანდის უპერსპექტივო მსხვერპლია, ან თავად აგენტი!“, - წერს ირაკლი კირცხალია.
19 ნოემბერს გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.