რეზონანსი
22.11.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს"  ინიციატივით და  პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, კომპანია ,,თამაშობანა"-სთან ერთად შეიქმნა საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ. 

პირველი სპექტაკლი, ბათუმში, "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით გაიმართა.

აღნიშნული  სპექტაკლები   22, 23,  29 და 30 ნოემბერს  ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და ბორჯომის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის  გაიმართება. 

თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები მაყურებლებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

სპექტაკლებს დაესწრებიან იმ სკოლების მოსწავლეები, რომელთა მასწავლებლებიც 2025 წელს "ფინედუს" პროექტებში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ.

ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, "ფინედუს" გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×