რეზონანსი
22.11.2025

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლაში (61კგ) 29 წლის თოფურიამ მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ასევე კრივში აჯობა. რაუნდების დასაწყისში ქართველი ჭიდაობით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო შემდეგ კრივს აქტიურად იყენებდა.

შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ მეორე გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე, მას შერეულ ორთაბრძოლებში ექვსი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა. თებერვალში, UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.

ამჟამად, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ხუთი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო მსუბუქი დივიზიონის (70კგ) მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×