რეზონანსი
22.11.2025

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა კიევისთვის მისაღები უნდა იყოს. ამის შესახებ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - დაწერა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ წამოჭრილი წინადადებები უნდა ითვალისწინებდეს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც შეთანხმებებს არ იცავს.

„ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით არის შესაძლებელი. მშვიდობის ფასი არასდროს უნდა იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და რუსეთის ფედერაცია იყო და რჩება აგრესორად“, - განაცხადა ნავროცკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×