
ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით ? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. სამხარაძე ზემოხსენებულ ხალხს მიმართავს, რომ მათ კისერზეა იმ ქართველების სისხლი უკრაინას ვინც შეეწირა!
„ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით ? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. „დიდება უფალს“, უფლის სახელი რომ ამოიღეს და უკრაინით ჩაანაცვლეს. აქ მყოფი მანქურთები საქართველოშიც ნერგავდით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აჯღაპნიდით და ამახინჯებდით ჩვენს ქალაქებს! ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ომის დაწყების ბაბლი რომ შექმენით, მოდური გახადეთ უკრაინაში ომი და საქართველოში მშვიდობა მეორეხარისხოვანი! საქართველოს ელჩს კიევი რომ არ მიუტოვებია და უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა, როცა ყველა სხვა სახელმწიფოების ელჩების ევაკუაცია მოახდინეს დაბომბვის დროს, ზელენსკის გადაწყვეტილების მხარეს დადექით და ჩვენი ელჩის გამოძევება გაგეხარდათ!
ხალხს რომ ატყუებდით უკრაინა ომს იგებსო, რუსთაველის გამზირზე კლოუნის მიმართვას უსმენდით და ტაშს უკრავდით, როდესაც ის ქართულ სახელმწიფოს ლანძღავდა! საახალწლო სლოგანს („მშვიდობით სავსე ქალაქი“), რომ აპროტესტებდით და მიტინგებს აწყობდით, „მშვიდობა“ არ გვინდაო! საომრად რომ ეპატიჟებოდით უკრაინაში ქართველებს, ტიკ-ტოკის რემბოების ვიდეოებით, ტყუილით რომ იზიდავდით ხალხს ომში ჩასართავად და სამწუხაროდ ზოგი აიყოლიეთ! ბომბების ცვენა რომ ერჩივნა ლომჯარიას და მას ამაში მხარს უჭერდით!
თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი უკრაინას ვინც შეეწირა! რას ეტყვით ობლად დარჩენილ მათ შვილებს? გლობალური ომის პარტიის აგენტი ვიყავი, ფული გადამიხადეს, მამაშენი რომ დამერწმუნებინა უკრაინაში საომრად წასულიყო და თავი შეეწირაო, ეტყვით სიმართლეს? ან ვის უნდა თქვენი ნათქვამი, ყველამ ვიცით ჭეშმარიტება! აი, თქვენ ხართ ახლა სათრევი, უკლებლივ ყველა, ვინც ამ ავანტიურაში მონაწილეობდით“, - წერს სამხარაძე.