რეზონანსი
22.11.2025

სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია X-ზე წერს. 

მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს სახით არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი და ქართულ საზოგადოებას გარე ძალები არ უნდა კარნახობდნენ, როგორ იცხოვროს ან როგორი პოლიტიკა გაატაროს.

„სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში. უკრაინის უკრაინაში, პოლონეთის პოლონეთში და საქართველოსი საქართველოში. უბრალოდ, მათ უნდა ახსოვდეთ ის, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ გარე ძალები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ორმაგ სტანდარტებს და სირაქლემას პოზიციას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ისტორიული ურთიერთობები“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×