რეზონანსი
22.11.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, უკრაინის დელეგაციის შექმნის შესახებ, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აირჩიეს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×