რეზონანსი
22.11.2025

ბრიუსელში იციან, სუსტები არიან არგუმენტებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვთ, ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ისურვა ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

„იციან, როგორც კი სიმართლეს შეეხება ის დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივები, რომელსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ჩამოიმსხვრევა მათი ნარატივები. იციან, სუსტები არიან არგუმენტებით. იციან, სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ. ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან. იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×