
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ წარმოდგენილ გეგმაში არის პუნქტები, რომელიც უკრაინისთვის არის მიუღებელი და შესაბამისად, მათთვისაც:
„არის პუნქტები, რომელიც პირველ რიგში, უკრაინისთვის არის მიუღებელი, შესაბამისად, ჩვენთვისაც მიუღებელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მიაღწევს თავის იმპერიულ ამბიციას და მიაღწევს უკრაინული არმიის დემილიტარიზაციას, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინას ათქმევინებს უარეს დასავლურ ინტეგრაციასა და სუვერენულ პოლიტიკაზე, ძალიან ცდება. ამ ომში რუსები აუცილებლად დამარცხდებიან და მარცხდებიან კიდეც“, - აცხადებს ფავლენიშვილი.
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთდღიანი ვადა მისცა, მაგიდაზე 28-პუნქტიანი გეგმა დევს.