რეზონანსი
21.11.2025

კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით, სპეციალურ კანონზე მუშაობა კანონმდებლებმა უკვე დაიწყეს. საკითხს დღეს, პირველი მოსმენით, მხარი განათლების კომიტეტზე დაუჭირეს. მმართველი გუნდის განმარტებით, მოქმედი კოდექსი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით ცვლილება. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ სიახლე ემსახურება არა არასრულწლოვანების დასჯას, არამედ მათზე ზრუნვასა და მხარდაჭერას. მათ ასევე მოჰყავთ ინიციატივის გერმანული ანალოგი.

„ბავშვი, რომელიც კანონთან კონფლიქტში იმყოფება, სასჯელის ნაცვლად, უნდა იღებდეს დახმარებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იმ ბავშვს, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე აღიქვამს როგორც დამნაშავეს და ამ საკითხს უდგება, როგორც სასჯელს. იგივე მიდგომა დაუშვებელია 14 წლამდე მოზარდების მიმართ ყოფილიყო და სწორედ ამიტომ, უფლებებზე დაფუძნებული პარადიგმით წავედით ამასთან დაკავშირებით. იქნება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრი, რომელსაც ექნება ორგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია, ამ ცენტრში მულტიდისციპლინური ჯგუფი შეიქმნება და მულტიდისციპლინურად უნდა მოხდეს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეულ შემთხვევაზე რეაგირება, შესწავლა და ა.შ. ორი ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული, ერთი ეს არის, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვების ჩართვა მოხდეს სპეციალიზებულ პროგრამებში და მეორე, როდესაც უკვე კანონი ამას ამბობს, უკიდურესი და განსაკუთრებული შემთხვევაა, მაშინ შეიძლება მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა მიმართოს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ბავშვი განთავსდეს მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლში“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×