რეზონანსი
21.11.2025

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 2019 წლის 23 ივნისს, 86 წლის ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის ფაქტს. გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შვილის თანდასწრებით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში (2019 წლის 23 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×