
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ შეტევას და მიზანმიმართულ ბულინგის კამპანიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ეს არის მავნებლური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ნებისმიერი წარმატება ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ.
„ეს არის ჯგუფი, რომლებსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებთ, არც ნაკრების მოთამაშეები და ზოგადად, არც ქვეყნის წარმატება უხარიათ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და შეიძლება ითქვას დავალებები, რომლებსაც ანხორციელებენ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, არიან დიდი რაოდენობის ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებიც მიუხედავად რთული პერიოდისა, ყოველთვის იქცევიან ღირსეულად, ისე როგორც როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი გულშემატკივარი“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდგომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო.