რეზონანსი
21.11.2025

არანაირი სამხეთ ოსეთ ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

პაპუაშვილი ე.წ სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაში გარე ძალების ჩართულობაზეც საუბრობს.

“დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის სხვადასხვა პროცესებს რომ ვაკვირდებით რეგიონში და მათ შორის ისტორიიდან ეს ხელისგულზე დევს. უფრო მეტიც, ამ დღეებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თქვენ თუ დააკვირდით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვა პარტიების მხრიდან, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან დიდი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ვინ აალაპარაკეს? უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოები. გამოვიდა ორი, სამი უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეო და რას ქვია სამხეთ ოსეთი რატომ არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქაც გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიიღეს დავალება ამ თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ამდენიხანი ეს საკითხი გამოგვყვა, უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოების რეაქციებიც აჩვენებს, რომ ამასაც სჭირდებოდა ხელისუფლება ყოფილიყო ძლიერი საკმარისად, რომ ხმა ვერ ამოეღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×