რეზონანსი
19.11.2025

ის წარმოადგენს გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას. მისივე თქმით, კუბილიუსმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ევროპა უნდა ემზადებოდეს რუსეთთან ომისთვის.

„კუბილიუსმა თქვა, რომ რუსეთი 2-4 წელიწადში ბალტიისპირა ქვეყნებს სავარაუდოდ ომს გამოუცხადებს. პირდაპირ აღიარა, რომ მას ურჩევნია, უკრაინასა და საქართველოში ომი იყოს, ოღონდ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ევროპისთვის. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიციონირება, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×