რეზონანსი
18.11.2025

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი "გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა", რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვეს.

ერთ და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ესე იგი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლის­თვის, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

მე­ო­რეს კი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი) წა­რედ­გი­ნა.

დღეს მოკ­ლუ­ლის დე­დამ ეკა კუ­პა­ტა­ძემ უმ­ძი­მე­სი პოს­ტი და ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ "საქ­მე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია". მისი თქმით, ექიმ­მა გიგა ავა­ლი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სრუ­ლად არ აღ­წე­რა. ასე­ვე ის აპ­რო­ტეს­ტებს გ.რ.-ის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს, კერ­ძოდ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას. ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გ.რ.-ც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავა­ლი­ა­ნის ცე­მა­ში და ითხოვს, რომ მას შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნონ ბრალ­დე­ბა.

"ნუ მაქ­ცევთ მკვლე­ლად, თქვენ ხე­დავთ 35-37კგ, ძა­ძე­ბით შე­მო­სილ ქალს, რო­მე­ლიც უსუ­სუ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მაგ­რამ ცდე­ბით, შე­მიძ­ლია იმა­ზე მეტი, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. ნუ და­ა­ფა­რებთ ხელს მკვლელს! საქ­მის პრო­კუ­რო­რე­ბო, ნუ ჩაყ­რით წყალ­ში იმ ვაჟ­კა­ცო­ბას, რაც აქამ­დე გა­მო­ამ­ჟღავ­ნეთ. ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ თქვენ­ზე? ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩვენ თქვენს გვერ­დით ვართ, თან უფრო ბევ­რი და ძლი­ე­რე­ბი ვართ! წა­უ­ყე­ნეთ მუხ­ლი სწო­რად" - ამ­ბობს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×