რეზონანსი
18.11.2025

გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა, ორი დღეა, ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ, - წერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

ბითაძე აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ეუთოს სახელს იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

„თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო-ს ფორმატში EPP ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს. ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთოს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს ეუთოს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ?

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!“, - წერს ბითაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×