რეზონანსი
18.11.2025

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის კრიტიკას „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით.

„ამ ყველაფრის ფონზე, როცა ის მაინც არ იშლის და სიცრუის ტირაჟირებით და ორმაგი სტანდარტით არის დაკავებული, ეს აჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი ამორალური სახე აქვთ ამ ადამიანებს და რა დღეში ვარდებიან, როდესაც უცხო ძალების დავალებების შემსრულებლები ხდებიან. ფაქტია, რომ ისინი ებრძვიან ჩვენ სუვერენიტეტს, ქართულ დემოკრატიას, ქართულ ეკონომიკას მაგრამ საბოლოო ჯამში მარცხდებიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკა გრძელდება. საინვესტიციო პროექტს გამორჩეულად მწვავედ მამუკა ხაზარაძე აკრიტიკებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ლელოში“ ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რატომ არ არის „იგლ ჰილსსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო, რადგან ანალოგიური ხელშეკრულება იყო ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის გაფორმებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×