
აქციის მონაწილეები, რომლებიც მსვლელობას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდნენ.
მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს 9 აპრილის, ასევე, ბესიკის ქუჩაზე, სადაც ხმაურითა და შეძახილებით გამოხატავდნენ პროტესტს.
ისინი სკანდირენდნენ: "ძირს რუსული რეჟიმი", "საქართველო აჯანყდი", "ბოლომდე!".
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, კანონის ფარგლებში ემოქმედათ, არ გადასულიყვნენ გზის სავალ ნაწილზე და მოძრაობა არ შეეფერხებინათ.
მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები დ გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.