რეზონანსი
15.11.2025

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოფარიკავე გიორგი ურუშაძე გახდა.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსი მოგებული ბრძოლის შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა უპირატესობით T256 გამოტოვა და T128-ში შევიდა, სადაც ხუთი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალში მოხვდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე გიორგი ურუშაძემ თურქი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:10, ხოლო ფინალურ ეტაპზე გერმანელი სპორტსმენი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ბულგარეთში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×